ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენის შეჯამებისას გააკეთა.

“ეს არის ამ რისკის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯი. სხვა საკითხია, სად უნდა ყოფილიყო მაღალი, შედარებით მკაცრი კოეფიციენტები ან სად უნდა მოგვეშვა, მაგრამ ცენტრალური ბანკი არის დამოუკიდებელი და მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე შეფასებით, საპენსიო რეფორმა არის ფუნდამენტური ფინანსური რეფორმა, რომელიც და სხვა ალტერნატივა ამ მიმართულებით არ არსებობს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე.

“2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები უპრეცენდენტოდ მაღალია - 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და 2018 წელთან შედარებით, 630 მილიონ ლარზე მეტია. წლევანდელი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია - მხოლოდ განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ფუნქციონალური კლასიფიკაციით მთლიანი ბიუჯეტის 47%-ია. მინდა ამ ყველაფრისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს