ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვას პატიმრობის ვადა 13 წლიდან 8 წლამდე შეუმცირა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვას კორუფციის საქმეზე პატიმრობის ვადა 13 წლიდან 8 წლამდე შეუმცირა.

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების აზრით, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის ვადის გაზრდის შესახებ გაუმართლებელი იყო. შესაბამისად, მოსამართლეებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის აპელაცია, რომელიც წინა ვერდიქტების სრულ გადახედვასა და პოლიტიკოსის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეზე გაასამართლეს. საუბარია დანაშაულებრივ სქემაზე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Petrobras-ში.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის სასჯელაღსრულების კოდექსის დებულებებისა და იმ ვადის გათვალისწინებით, რომელიც ლულა და სილვამ პატიმრობაში გაატარა, შესაძლოა პატიმრობა გამოსასწორებელი სამუშაობით ჩაუნაცვლონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლულა და სილვამ შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვოს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს