ადვოკატი  -  გეგა გეგეშიძემ ხელი მოიქნია, მაგრამ ზურაბ დათუნაშვილს არ მოხვედრია - ის სხვა ჩხუბში ჩაება და იქ მიიღო დაზიანება

ზურაბ დათუნაშვილმა საერთაშორისო მსაჯს მაგიდაზე დაუფურთხა. ამის შემდეგ, მსაჯი გეგა გეგეშიძესთან მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ არ ანეიტრალებდა სიტუაციას და სწორედ, ამის შემდეგ გავიდა გეგეშიძე, - ამის შესახებ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც მან სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნისტებთან საუბარში განაცხადა, დაზიანებები, რომელიც დათუნაშვილს ჰქონდა, გეგეშიძეს არ მიუყენებია და ის სპორტსმენმა სხვა ჩხუბში მიიღო.

„კადრებში კარგად ჩანს, რომ გეგეშიძემ ხელი მოიქნია, მაგრამ ზურაბ დათუნაშვილს არ მოხვედრია. ინციდენტი დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის, ძალიან მცირე პერიოდს გაგრძელდა, გეგეშიძე გაიყვანეს, დათუნაშვილი კი სხვა ჩხუბში ჩაება, სადაც მიიღო ის დაზიანება.

როცა გეგეშიძე-დათუნაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ, მას არანაირი დაზიანება არ ჰქონია სახეზე. ჩხუბიდან როცა გამოვიდა, მერე ჰქონდა დაზიანება. გეგეშიძეს რომც დაერტყა, ასეთი დასისხლიანებული სახე გამორიცხულია ჰქონოდა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა