რომან გოცირიძე - ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ გულდაწყვეტილია, ამაზე მეტი რა უნდა თქვას

„ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ გულდაწყვეტილია, ამაზე მეტი რა უნდა თქვას,"- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით გოცირიძე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას შეეხება. გოცირიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ქვეყნის რეპუტაცია არ არის მთავარი.

„ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ გულდაწყვეტილია. ამაზე მეტი რა უნდა თქვას. ამაზე მეტი შეიძლება ეთქვა, რომ პარლამენტი არის მოძალადე. თუ დიპლომატიური ენიდან გადავთარგმნით ადამიანურ ენაზე, ამას ნიშნავს. ამიტომ ამ კანონპროექტის განხილვა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. როდესაც იგნორირება ხდება ეუთო-ს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ასევე ამერიკის ელჩის მოწოდების, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ქვეყნის რეპუტაცია არ არის მთავარი. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყონ თავიანთი პოლიტიკური თუ საარჩევნო ძალაუფლების შენარჩუნება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი