ჯანდაცვის ექსპერტი - 10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი, რომელიც  ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება ოჯახებს

10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი (გამსვლელი ჯგუფი), რომელიც ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება ოჯახებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა დავით ჯორბენაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მომსახურების სერვისს, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში მუშაობას, ტყვიის კერის მოსაძებნად, ახორციელებს ლაბორატორია ,,მედი პრაიმი“, სადაც აღმოჩენის შემთხევაში კეთდება შეთავაზება, დაახლოებით 85-ლარამდე ჯდება სახლის გარემო პირობების გამოკვლევა(ჰაერის გარეშე). ეს სერვისი(გამსვლელი ჯგუფი) ამოქმედდება 10 მაისიდან და ოჯახში ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო საგნის აღმოჩენაში დაეხმარება ადამიანებს, რადგან კერის მიგნება უმთავრესია შემდგომი მკურნალობისთვის. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სპეციალური აპარატი, რომლითაც ისინჯება სამშენებლო მასალები ტყვიის შემცველობაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს ამ მოწყობილობის შეძენას თავისი ლაბორატორიისთვის“, - განაცხადა დავით ჯორბენაძემ.

მან ასევე ორსულების სისხლში ტყვიის შემცველობაზეც ისაუბრა.

„ფაქტობრივად, ორსულთა თითქმის 90%-ს უდგინდება სისხლში ტყვია. არის რამდენიმე კლინიკა საქართველოში, სადაც ყველა ორსულზე კეთდება ანალიზი ტყვიაზე. ქართველი ექიმები უკვე მზად არიან ამერიკული და ევროპული პროტოკოლებით იმუშაონ საქართველოში ორსულებზე, ტყვიის მართვასთან დაკავშირებით. მე ვიყავი ავტორი პეტიციის, რომ ორსულებშიც დაწყებულიყო კვლევა და მივმართე მერიას. უკვე მერიაში ამზადებენ შეხვედრას და საუბარი მალე გვექნება. მთავარია, რომ დაიწყო პროცესი, ვემზადებით მასშტაბური სამუშაოებისთვის, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან სრული ხელშეწყობა გვაქვს“, - განაცხადა დავით ჯორბენაძემ.

ექიმ- ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას თქმით, უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ანემიით დაავადებულ ადამიანებს, რადგან ტყვია განსაკუთრებით მოქმედებს ჰემოგლობინის სინთეზზე.

,,ტყვია საკმაოდ ვერაგი მეტალია, რომელიც მთელ რიგ დაზიანებებს იწვევს. ტყვიით დაინფიცირებულ ბავშვებს ახასიათებთ ჰიპერაქტიურობა, დაუმორჩილებლობა, სწავლაში ჩამორჩენა და ა.შ. მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის კვებისას, რადგან უნდა მისცეს კალციუმით, ცილებით, რკინით მდიდარი საკვები. უნდა მოარიდოს ცხიმოვან საკვებს, რადგან ცხიმოვანი მჟავების წარმოშობის პროცესში ტყვიის მდგრადობა ორგანიზმში მატულობს. აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, დადგინდეს პირველადი წყარო. უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ანემიით დაავადებულ ადამიანებს, რადგან ტყვია მოქმედებს ჰემოგლობინის სინთეზზე“,- განაცხადა ინგა ღვინერიამ.

რაც შეეხება ორსულების საკითხს, მისი თქმით, სანამ ქალი ორსულობას გადაწყვეტს, ძალიან კარგი იქნება ტყვიაზე ანალიზი გაიკეთოს. „მაგრამ კვლევებით ისიც ფაქტია, რომ ტყვიის კონცენტრაცია უფრო დიდი რაოდენობით ორგანიზმში სწორედ ორსულობის დროს ხდება“, - განაცხადა ინგა ღვინერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა