პანკისში ჰესის მშენებარე კომპანიის გენერალური დირექტორი - ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, რომ ჩვენი მშვიდ გარემოში მუშაობა უზრუნველეყო

პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, რომ უზრუნველეყო ჩვენი მშვიდ გარემოში მუშაობა,- ამის შესახებ კომპანია "ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიას წარსულში ჰქონდა გამოცდილება მოსახლეობის მოულოდნელი აგრესიის, ამიტომ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ უშუამდგომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელმაც 4 საპატრულო ეკიპაჟის მანქანა გააყოლა სამშენებლო ტექნიკას.

„გასული წლის თებერვალში, როდესაც ჰესის მშენებლობა დავიწყეთ და ამას პროტესტი მოჰყვა, გავაჩერეთ სამუშაოები ზაფხულამდე. ამ პერიოდში მოსახლეობას ვხვდებოდით და როგორც ჩანს, მაშინ არასწორად ჩავთვალეთ, რომ ადგილობრივებში არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება აღარ იყო და მშენებლობა განვაახლეთ, რასაც საკმაოდ აგრესიული პროტესტი მოჰყვა. მაშინ იქ მხოლოდ პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო. ყველანაირი ესკალაციისგან თავის არიდების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება და გასული წლის ზაფხულშიც კვლავ გავაჩერეთ სამუშაოები და მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გავაგრძელეთ. ახლაც პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა