ეროვნულ საშენ მეურნეობაში „ლოგიკმეტრის“ მოსწავლეებს მწვანე გაკვეთილები ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს, ეროვნულ საშენ მეურნეობას საგანმანათლებლო დაწესებულება “ლოგიკმეტრის“ სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოსწავლეებმა „წითელი ნუსხის”, სატყეო და ურბანული სახეობის მცენარეეთა პლანტაციები დაათვალიერეს. მეურნეობის დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა მოსწავლეების მწვანე გაკვეთილები ჩაუტარა მენერგეობისა და ხე-მცენარეთა გამოყვანის ტექნოლოგიების შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მათ თვითონვე დააკალმეს და დათესეს მცენარეები, რითაც მიიღეს პრაქტიკული გამოცდილებაც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს