თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, მგზავრებს „სადგურის მოედნის“ დატოვება მოსთხოვეს

მეტროსადგური „სადგურის მოედანი“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც მეტროსადგურის წარმომადგენლებმა მგზავრებს განუცხადეს, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება არის.

უკვე რამდენიმე წუთია პირველ ხაზზე მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი, სადგურის დატოვების მოწოდებაც გაისმა. ამ წუთებში მგზავრები მეტროპოლიტენს ტოვებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს