ალექსანდრ ტურჩინოვი - ვლადიმერ პუტინი ქმნის სამართლებრივ პირობებს უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განკარგულებაზე ხელმოწერასთან აკავშირებით, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ეს შესაძლოა, გამოიყენოს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაზე შეტევის გამართლებისთვის.

მისი თქმით, ამგვარად, პუტინი ქმნის სამართლებრივ პირობებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოსაყენებლად.

„ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის კანონმდებლობა იძლევა საშუალებას საკუთარი შეიარაღებული ძალები რუსეთის მოქალაქეთა დასაცავად რუსეთის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ გამოიყენოს“, - განაცხადა ტურჩინოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის განკარგულება სხვა არაფერია, თუ არა აგრესიის მიზანმიმართული ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ და ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა.

„ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება და შესაბამისი საერთაშორისო რეაქცია კრემლის დანაშაულებრივ ქმედებებზე აგრესორ ქვეყანაზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერებით“ - განაცხადა ტურჩინოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა