ევროკავშირის წარმომადგენელი - საქართველოში გარემოს დაცვითი რისკების შესამცირებლად ძალიან ბევრი შეიძლება გაკეთდეს

საქართველოში ძალიან ბევრი შეიძლება გაკეთდეს გარემოს დაცვითი რისკების შესამცირებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, ალექსანდრე დარასმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროკავშირი მუშაობს იმ საკითხზე, რომ მათ შორის გავრცელდეს მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების კონცეფცია, რათა დავაფიქროთ მწარმოებელი, რომ თავისი ნაწარმის წარმოება თავიდანვე ისე დაგეგმოს, რომ ნაკლები იყოს მისგან დარჩენილი ნარჩენი, დაფიქრდეს, თუ რა ნარჩენები წარმოიქმნება და აქედან ბუნებაში ნაკლები მოხვდეს", - აღნიშნა დარასმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის როლზე აღნიშნულ პროცესში.

„უკვე წელიწადნახევარია, ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი გვყავს ექსპერტთა გუნდი, რომელიც მუშაობს აღნიშნულ და მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილების საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, ვაწყობთ დღევანდელი შეხვედრის მსგავს შეხვედრებს, რომ მათ შორის, კერძო სექტორმაც დაინახოს, რა კეთდება, თავიდანვე ჩაერთოს და ეს ყველასთვის მომგებიანი იყოს", - განაცხადა დარასმა.

„რადისონ ბლუ ივერიაში" მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით იმართება და მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებზე საქართველოში; ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა