„თელასის“ 2019 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოქვეყნდა

კომპანია „თელასმა“ 2019 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 763,1 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,4% (60,9 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობაზე (824 მილიონი კვტ*სთ). მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.

2019 წლის იანვარ-მარტში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (84,4 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 725,1 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის სამი თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (26,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 638,8 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 575,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 63 ათასი – იურიდიური პირი.

2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 697 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (257 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.www.telasi.ge

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება.www.interrao.ru

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა