მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, თუკი ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა, უზენაეს სასამართლოში ახლო მომავალში მხოლოდ 7 მოსამართლე იქნება და დაახლოებით 5-6 ათასია საქმე, რომელთა განხილვასაც მოქალაქეები ელოდებიან.

„რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების განწესება საჭირო რაოდენობამდე მაინც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეები განხილვა არ დამუხრუჭდეს და ადგილი აქ ჰქონდეს კოლაფსს. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კოლაფსი არ დავუშვათ“ , - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან აქვე დასძინა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები უპრეცედენტოა და უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების სრულად გამჭირვალე პროცედურებით არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა