სოფელ შინდისთან ავარიისას დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს ოპერაცია, დანარჩენებს კი გამოკვლევები უტარდებათ

გორის რაიონში, სოფელ შინდისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდებს გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულების ნაწილი კლინიკა „გორმედში“, ნაწილი კი სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

"გორმედის" მიმღები განყოფილების მორიგე ქირურგის, გიორგი გივიაშვილის განცხადებით, კვლევების დასრულებამდე დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა ამ ეტაპზე არსებული დაზიანებების ფონზე შეიძლება იმის თქმა, რომ არც ერთი დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდები სპორტსმენები არიან და ისინი ფხვენისიდან შინდისში, ზონალურ საფეხბურთო შეჯიბრზე მიდიოდნენ.

ხუთივე დაშავებული არასრულწლოვანია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს