ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციები მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზში მოუწევს გამარჯვება, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ცნობილია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზში ამ ეტაპზე 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

გამოკითხვების მიხედვით, ჯო ბაიდენი და სენატორი ბერნი სანდერსი „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში ლიდერობენ, როგორც სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატები.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა