ირაკლი კობახიძე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვაზე - თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამას აუცილებლად გადავჭრით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ეს აუცილებლად გადაიჭრება.

„პირველ რიგში, დამჭირდება ინფორმაციის დაზუსტება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამას აუცილებლად გადავჭრით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ იქ ვითარება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩასვლის შემდეგ დაიძაბა, კობახიძე აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში. „აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს