დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - აღდგომის შემდეგ უფრო მრავალრიცხოვანი აქციები იქნება, კარვებს ჩემი ოჯახის წევრები კიდევ სხვა ადგილებშიც გაშლიან

მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საპატრიარქოსა და ხელისფულებას „არც კი გაახსენდა უძლურებაში მყოფი სასულიერო პირი“.

„მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი. უნდა განვმარტო, რომ მთელი დიდმარხვის პერიოდში მე ვიმყოფებოდი კარავში და ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა, რომ მარხვა სიმშვიდეში გამეტარებინა და საპატრიარქოსთვისაც მიმეცა საშუალება, ღელვის გარეშე შეხვედროდნენ აღდგომას. დღეს სამების ტაძარში ჩატარდა დიდი ხუთშაბათის ფეხბანვის ცერემონიალი, რაც ქრისტიანული თავმდაბლობისა და ზრუნვის სიმბოლოა. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ამ ცერემონიალის ჩატარება არის დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ამ ადამიანებში ქრისტიანული მზრუნველობის მისხალიც კი არ არსებობს. მამა გიორგი დღეს ციხეშია, ის საწოლზეა მიჯაჭვული და კიდურები პარალიზებული აქვს. მას არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და დღითიდღე უახლოვდება სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ყველა საშუალება ჰქონდა, შეწეოდა საკუთარ მღვდელს, რათა პრეზიდენტის შეწყალების აქტი მასაც შეხებოდა და სამუდამოდ დასნეულებული მღვდელი აღდგომას სახლში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეხვედროდა, მათ არც კი გაახსენდათ უძლურებაში მყოფი სასულიერო პირი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ძმა აღნიშნავს, რომ ის პროტესტს გააგრძელებს დაოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აღდგომის შემდეგ გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებ პროტესტის გამოხატვას. უფრო მრავალრიცხოვანი აქციები იქნება. და რაც მთავარია, კარვებს ჩემი ოჯახის წევრები კიდევ სხვა ადგილებშიც გაშლიან“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ამასთან პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი 23 პირობით მსჯავრდებულსაც შეეხო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა