ლევან ჯიბღაშვილი - როცა ციხიდან გამოვედი, ყველამ მითხრა, ინტერნეტში არ შეხვიდეო, რა თქმა უნდა, შევედი - აკრძალული ვაშლის ამბავში და დამხვდა ნეგატივი, ბოროტება, ღვარძლი

უტრირებდნენ, რომ ჩემი ხელჩანთიდან, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მაგრამ სამართლებრივად, ერთი გრამიც არ ყოფილა მისი სუფთა შემადგენლობა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა და მსახიობმა, ლევან ჯიბღაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მსახიობის თქმით, თავის ხელჩანთაში ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.

„ორთაჭალაში ვმოძრაობდი, ჩვეულებრივი რიგითი დღე იყო, პატრულმა გამაჩერა გადამოწმების მიზნით და დაიწყეს მანქანის გაჩხრეკა, რა დროსაც, ჩემს პატარა ხელჩანთაში აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება და მერე უტრირებული გახდა, რომ ხელჩანთიდან ამოიღეს დიდი ოდენობა. დიდი ოდენობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელჩანთიდან კილოგრამები ამოიღეს, “დიდი ოდენობა” სამართლებრივად, 0,5 გრამი ამომივიდა რეალურად ანუ ერთი გრამიც არ იყო მისი სუფთა შემადგენლობა, რომელიც სამართლებრივად ითვლება უკვე დიდ ოდენობად. სამწუხაროდ, საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შეექმნა“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების ნეგატიურმა განწყობამ იმდენად დათრგუნა, რომ მზად იყო ციხეში დაბრუნებულიყო.

„როცა გამოვედი, ყველამ მითხრა, ინტერნეტში არ შეხვიდეო. რა თქმა უნდა, შევედი - აკრძალული ვაშლის ამბავში. იმდენად დიდი ნეგატივი, ცუდი ემოციები, ბოროტება, ღვარძლი დამხვდა, რომ დამთრგუნა ამ ყველაფერმა. ყველგან ეწერა - ეს რატომ უნდა იყოს გარეთ, შერჩევითი სამართალი და ა.შ. მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს - თუ ეს ხალხი რასაც იძახის, მე თუ ერთადერთი ექსკლუზიური შემთხვევა და მოვლენა ვარ, რომ მე შემიფარდეს გირაო და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არავისზე არ გავრცელებულა, მაშინ არ მინდა გარეთ ყოფნა, ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში. მაგრამ მითხრა ადვოკატმა - ლევან, შენი მუხლით კი არა, შენზე ბევრად მძიმე მუხლებითაც ადამიანებზე გაფორმებულა საპროცესო გარიგება და გირაო“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა