ვლადიმერ ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა.

ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შევთანხმდით, რომ ღია ვიქნები. ამიტომ გეუბნებით, რომ თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. ორ დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ცნობილმა მსახიობმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 73.22% მიიღო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს