EMS ადგილობრივი მოსახლეობის სახელით პანკისში დაგეგმილ ორ ჰესთან „ხადორი 3“-თან და „სამყურისწყალი 2“-თან   დაკავშირებით 4 სასამართლო დავას აწარმოებს

EMS ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, პანკისში დაგეგმილ ორ ჰესთან „ხადორი 3“-თან და „სამყურისწყალი 2“-თან დაკავშირებით 4 სასამართლო დავას აწარმოებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ EMS-ის იურისტმა ეთო გვრიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც იურისტი აცხადებს, დავა შეეხება როგორც მშენებლობის ნებართვის კანონიერებას, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ გეოლოგიური ექსპერტიზის დადებით დასკვნას.

„სარჩელი ერთი მხრივ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართაა, რომელსაც ჰქონდა პასუხისმგებლობა, რომ შეესწავლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის ხარისხი და კანონთან შესაბამისობა და მეორე მხრივ მოპასუხეა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო უსაფრთხოების სააგენტო, რომელმაც მშენებლობის ნებართვა ისე გასცა, რომ მინიმალური სტანდარტები შესწავლილი არ ჰქონდა. მივიღეთ მოცემულობა, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და სამშენებლო ნებართვის პროექტზე წარდგენილი ანგარიში ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, გზშ-ში წერია, რომ შენდება ჰესი 10- მეტრიანი კაშხლით, ხოლო ნებართვის ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრომ 16- მეტრიანი კაშხალი შეითანხმა, ესაა ერთ-ერთი საკითხი რასაც ვასაჩივრებთ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ სასამართლო დავის პროცესში ჰესების მშენებლობის შეჩერება არ ხდება და ამიტომ სასამართლოსთვის მიმართვას აზრი ეკარგება.

„ორივე ჰესთან დაკავშირებით ვშუამდგომლობდით სასამართლოში, რომ დავის საბოლოო განხილვამდე შეჩერებულიყო მშენებლობის პროცესი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იქნება ეს სასამართლოს ამ თემისადმი ნაკლები სენსიტიურობა, თუ კვალიფიკაცია, არც ერთ შემთხვევაში დავის დროს ჰესის მშენებლობა არ ჩერდება და ფაქტობრივად სასამართლოსთვის მიმართვასაც აზრი ეკარგება“, - განმარტავს იურისტი.

ამასთან, იურისტის შეფასებით, საზოგადოების ნეგატიური აზრის ფორმირება და პანკისის ხეობაში სიტუაციის გამწვავება პროცესში შსს-ს ჩართულობამ გამოიწვია.

„პანკისში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ მოლაპარაკებებში რატომღაც შსს იყო ჩართული, იმის მიუხედავად, რომ მას ჰესების მშენებლობის პროცესში არანაირი მანდატი არ აქვს. მოსახლეობის ნეგატიური აზრის ფორმირებას იწვევს ზეწოლა, რომელსაც სახელმწიფო პოლიციისა თუ სხვა სახის ზეწოლის გამოყენებით ახდენს. გარემოს დაცვის სამინისტროს დაპირებიდან გამომდინარე, პანკისის მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა, ამის ნაცვლად ადგილობრივებისთვის სრულიად მოულოდნელად ხეობაში სამშენებლო ტექნიკა და პოლიცია გამოჩნდა, რამაც პანკისში კრიზისული სიტუაცია შექმნა. თუ ამგვარი გაუაზრებელი მოქმედებები იქნება, სხვა რეგიონებშიც იგივეს უნდა ველოდოთ“, - აცხადებს იურისტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა