მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური კომუნიკაციით კარგად იმუშავა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი პრობლემები პერიოდულად იჩენს თავს და სამწუხაროა, რომ ზოგჯერ დღესასწაულებს ემთხვევა.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. შესაბამისმა კომისია, რომელიც დელიმიტაციის საკითხზე მუშაობს, მუშაობა უნდა გააგრძელოს და ამ მუშაობის შედეგი მალე უნდა ვნახოთ. ამ კომისიების მუშაობა არის გამოსავალი, რათა სამომავლოდ ასეთი ცუდი შემთხვევების პრევენცია მოხდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა