სტამბოლის პროკურატურამ 210 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით 210 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

აღნიშნული დაკავებები თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გიულენის ორგანიზაციის იატაკქვეშა ქსელების შეღწევის საქმეზე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ანკარა აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამ ბრალდებებს არ ეთანხმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა