ვანო ჩხარტიშვილი - ნათია თურნავას, რა თქმა უნდა, ვიცნობ - დღეს არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას იცნობს, თუმცა, ის დღეს კომენტარს არ გააკეთებს.

ჩხარტიშვილი სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულებას ესწრებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცნობს თუ არა ის ნათია თურნავას და გაუწია თუ არა რეკომენდაცია მინისტრის პოსტზე დანიშვნისას.

ჩხარტიშვილმა მედიის წარმომადგენლები კომენტარისთვის სხვა, ნებისმიერ დღეს დაიბარა.

„დღეს არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. ნათია თურნავას, რა თქმა უნდა, ვიცნობ",- აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს