ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს.

„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

„პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში, უფლება აქვთ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ განაცხადი გააკეთონ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა