ვლადიმირ პუტინი - სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც წარსულში ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს - ვგულისხმობ მიხეილ  სააკაშვილს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სამართლიანი იქნებოდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტი დაებრუნებინათ.

„რაც შეეხება თავისუფლებებს, ამ კუთხით სჯობს რუსეთიდან კი არა, ქართველებით ან ყოფილი ქართველებით დაიწყოთ. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც წარსულში ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის-ძე სააკაშვილს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას ითვალისწინებს.

საპასუხოდ, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას, „ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“.

ვლადიმირ პუტინი - სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც წარსულში ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა