„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში ღია ფორმატში გაიმართოს

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში ღია ფორმატში გაიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. აბესაძის თქმით, იგი სხდომის დახურვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დახურულ სხდომებზე დეპუტატებს ახალს არაფერს ეუბნება.

„სერიოზული შეკითხვები არსებობს ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამდენად ეფექტურად რეაგირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა უსაფრთხოების სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. პრობლემები მათ შორის გამოაჩინა პანკისის მოვლენებმაც . ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს უწყებები სამწუხაროდ, საკუთარი რესურსის დიდ ნაწილს ხარჯავენ პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე და რეალური ბრძოლა ქვეყნის მტრების თუ ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების წინააღმდეგ არაეფექტურად მიმდინარეობს. ამას ემატება ის პრობლემა, რომ ჩვენ მუდმივად სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურს ვუსმენთ დახურულ რეჟიმში. თუმცა, დახურულ კარს მიღმა არაფერს საინტერესოს და ახალს არ საუბრობენ. ამიტომ, გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს საზოგადოებისათვის დაფარული ის კითხვა- პასუხი, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და რომელიც აწუხებს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ამჯერზეც ჩვენ მოვითხოვთ, რომ სხდომა იყოს გახსნილი და საზოგადოებამ კარგად დაინახოს და შეაფასოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო უსაფრთხოება და რამდენად ასრულებს საკუთარ კომპეტენციას ობიექტურად ეს სამსახური, თუ დაკავებულია პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის შესრულებით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა