რევაზ არველაძე - ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული

საქართველოს პირობებში ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააკეთა.

დეპუტატმა მოსახლეობას მიმართა, “ნუ ექნებათ რისხვა“ ისეთი ჰიდროობიექტების მიმართ, რომელთა მშენებლობა გარემოზე არავითარ გავლენას არ ახდებს ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.

“ნურავინ იფიქრებს, რომ ენერგეტიკოსებს ჯანსაღ ცხოვრებაზე, გარემოზე ნაკლებად შესტკივათ გული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპეციალობის წარმომადგენელს. ენერგეტიკოსი, ვინც კომპეტენტური და კეთილსინდისიერია, ყოველთვის ამბობს, რომ ნებისმიერ ენერგეტიკულ ობიექტს დაუჭერს მხარს, თუ ის ეკონომიკურად ეფექტიანი და ეკოლოგიურად მისაღებია. არ ვამბობ, რომ ვინც ენერგეტიკაში მუშაობს ყველა აუცილებლად კომპეტენტური და კეთილსინდისიერია, მაგრამ ვინც ასეთია, მხოლოდ ასეთი ობიექტების მხარდამჭერები ვართ. ნებისმიერი ობიექტი, რაც შენდება, გარემოზე გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს და რაც უფრო დიდია ობიექტი, ზეგავლენა უფრო დიდია. ამიტომ ყველა შემთხვევაში უნდა ავწონოთ, მისგან მოტანილი სიკეთე აჭარბებს თუ არა ზიანს, რომელიც გარემოს ადგება“, - განაცხადა რევაზ არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი