ემზარ კვიციანი - ხომ არ არის რამე ფარული გარიგება ჩვენს ზურგსუკან დავით გარეჯთან დაკავშირებით?

ხომ არ არის რამე ფარული გარიგება ჩვენს ზურგს უკან დავით გარეჯთან დაკავშირებით, როგორც ეს ხდებოდა ძალიან ხშირ შემთხვევაში კოდორის ხეობაში, როდესაც ხან დესანტი შემოგვიყვანეს, ხან ჩეჩნები?! - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, თუ ზურგსუკან ფარული გარიგებები ხდება, დავით გარეჯსაც დავკარგავთ.

„დავით გარეჯზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ გასცა. მაინტერესებს, რა წესდებით ხელმძღვანელობენ ჩვენი მესაზღვრეები. დახმარებას იხვეწება არქიმანდრიტი, რომ ფაქტობრივად ძალადობა მიდის და არ უშვებენ ჩვენს მორწმუნეებს სალოცავად. ძალიან კარგია, რომ გაიხსნა, მაგრამ გვპირდებიან რომ 5-ში ისევ ჩაკეტავენ. რატომ ხდება ეს? ხომ არ არის რამე ფარული გარიგება ჩვენს ზურგსუკან, როგორც ეს ხდებოდა ძალიან ხშირ შემთხვევაში კოდორის ხეობაში, როდესაც ხან დესანტი შემოგვიყვანეს, ხან ჩეჩნები შემოგვიყვანეს ჩვენს ზურგსუკან გარიგებებით. თუ ეს ასე ხდება, ეს ტერიტორიაც დაკარგული იქნება მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავუძახოთ ან შინაგან საქმეთა მინისტრს ან სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელს და აგვიხსნას ბოლოს და ბოლოს იქ რა ხდება“, - განაცხადა კვიციანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა