თამარ ჩუგოშვილი - საქართველოში  აშშ-ს სამხედრო ბაზის შემოყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა - არ მგონია, რომ ეს კარგია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კითხვას, აზიანებს თუ არა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა.

"ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

როგორც ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია