არჩილ თალაკვაძე - ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში

ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში, რადგან რაც გუშინ მან თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე, დეზინფორმაცია იყო, -ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების განხორციელების მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა.

„აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100 %-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის სხდომაზე სერგო რატიანმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელს გამოყოფილი თანხის აუთვისებლობაზე საუბრობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა