სოფო ხუნწარია - არც ერთი ბიბლიოთეკარი არ დარჩება სამსახურის გარეშე, ვისაც სურვილი ექნება, მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები

თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას განცხადებით, „საბიბლიოთეკო რეფორმასთან“ დაკავშირებით, არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება.

როგორც ხუნწარიამ „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, არც ერთი ბიბლიოთეკარი არ დარჩება სამსახურის გარეშე და მათ სამსახური სურვილის შემთხვევაში, შეუნარჩუნდებათ.

მისივე თქმით, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში გადასასვლელად ხელშეკრულებები, ძველი სამსახურის დატოვების პარალელურად გაფორმდება.

„საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით, არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება. მინდა განვმარტო, რომ როდესაც ლიკვიდაციის პროცესი იწყება, ბუნებრივია, თანამშრომელს ბარდება ერთთვიანი გაფრთხილება, რომ სალიკვიდაციო პროცესი არის დაწყებული და ერთ თვეში იქნება ის გათავისუფლებული. თუმცა, ამავდროულად, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთი ბიბლიოთეკარი არ დარჩება სამსახურის გარეშე. რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩვენთან გააგრძელოს თანამშრომლობა და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები და ისინი განაგრძობენ მუშაობას უკვე მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „ ქ. „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ინფორმაციით, თბილისის მერიის ბრძანებით, ზურაბ წერეთელი „ლიკვიდატორ დირექტორად“ დაინიშნა, ბიბლიოთეკებს კი თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წერილობითი გაფრთხილება დაურიგდათ.

„გენერალური დირექტორი ზურაბ წერეთელი ოფიციალურად დაინიშნა ლიკვიდატორ დირექტორად. მან დღესვე დაიწყო დავალების შესრულება ( რა თქმა უნდა , თუ წარმატებით მოახდენს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციას, მას საუკეთესო ადგილს შესთავაზებენ).

ოცდათექვსმეტივე ბიბლიოთეკას დაურიგდა წერილობითი გაფრთხილება თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. ითხოვენ ხელმოწერებს, რომ დავეთანხმოთ ლიკვიდაციას. სოფო ხუნწარიას სიტყვები, რომ არც ერთი თანამშრომელი დარჩება უმუშევარი, სიცრუეა“, - ნათქვამია „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა