პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა სოფო კილაძის ინიციატივაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ შუალედური ანგარიშების მიხედვით ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები, შევცვალეთ კანონი, თუმცა უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანები. მივიღეთ გადაწყვეტილება, „შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი“, რომელიც ამ მიმართულებით, იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ბერკეტი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა