„ბიბლუსი გალერეაში“ ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“, პოეზიის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაციას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსი გალერეადან“ აცნობეს, ღონისძიებას, რომელსაც ცნობილი პიანისტი მუსიკალურად გააფორმებს, გაუძღვენიან გურამ ოდიშარია და როინ მეტრეველი. ნიჭიერი ქართველი პოეტები მათ შორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და გვანცა გუბელაძე, წაიკითხავენ სხვადასხვა ლექსებსა და ჩანახატებს. „ზაურ ბოლქვაძის ლექსები საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. დღემდე გამოცემულია მისი 16–მდე კრებული, ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე, ლირიკული ლექსები, იუმორისტული მინიატურები და ექსპრომტები. მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიაც. რაც შეეხება ელისო ბოლქვაძეს, ის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“. 2015 წლიდან მას "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის" წოდება აქვს.

კანდელაკის #7–ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია 2 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

იხილეთ ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/279917142886342/

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა