ირაკლი პეტრიაშვილი - საერთაშორისო ექსპერტებმა დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე დასკვნა შეიმუშავეს

29 საერთაშორისო ექსპერტმა, წელიწადნახევარი იმუშავა დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და შეიმუშავა დასკვნა, რომელშიც ის პრობლემებიც მოხვდა, რასაც პროფკავშირები წლებია აყენებს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის მომავალთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევევებად რჩება არაფორმალური დასაქმება და ციფრული ეკონომიკა, რაზეც დღევანდელ ღონისძიებაზე მაღალი რანგის წამომადგენლებთან ერთად ისაუბრებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარი ელენა ანდრეი ქართველ დამსაქმებლებთან ერთად განიხილავს შრომის გლობალურ მომავალს. არაფორმალურმა დასაქმებამ, ციფრულმა ეკონომიკამ, გარკვეულწილად სახე უცვალა შრომის სფეროს, დასაქმების პოლიტიკას და ბუნებრივია, ამ კუთხით არის გამოწვევები. 29 საერთაშორისო ექსპერტმა იმუშავა წელიწადნახევარი იმ საკითხზე, რა ცვლილებებია და როგორ უნდა აისახოს ეს სხვადასხვა ქვეყანაზე. ბუნებრივია, ეს გვაინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებით, სად ვართ ჩვენ და რა პრობლემა გვაქვს. 57 %-ია დასაქმებული არაფორმალურ ეკონომიკაში, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, რომ სოციალურ გარანტიებთან და უფლებებთან დაკავშირებით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შვედეთის პრემიერმა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, შემოგვთავაზეს შრომის გლობალურ მომავალთან დაკავშირებით გარკვეული მიმართულებები. დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს მხრიდანაც იქნებიან მაღალი რანგის წარმომადგენლები და გვექნება მსჯელობა, სოციალურ პარტნიორებთან ერთად. განვიხილავთ იმ საკითხებს, რასაც პროფკავშირებია წლებია აყენებს და რაც მოხვდა ამ დასკვნაში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე