შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

შრომის ინსპექცია დარეგისტრირდება სსიპ-ად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, შრომის მომავალთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციაში ხარვეზებია, რადგან ეს მექანიზმი ჯერ კიდევ ახალი შექმნილია.

"შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით არის პრობლემა, იმიტომ რომ ახალი არის ეს მექანიზმი. შრომის ინსპექტორების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია ამ ეტაპზე, თუმცა იმ სექტორებს თუ გავითვალისწინებთ და იმ მანდატს, რომელიც დღეს ამ ეტაპზე მოქმედებს, ეს ნამდვილად, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით საკმარისია. თუმცა, ისევ და ისევ სტანდარტის გათვალისწინებით, ჩვენ ვამატებთ შრომის ინსპექტორებს. შრომის ინსპექტორთა რაოდენობა გაიზრდება 100 -მდე. მათ შორის, რეგიონებში დაემატება შრომის ინსპექტორები და დარეგისტრირდება შრომის ინსპექცია სსიპ-ად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ", - განაცადა ბარკალაიამ.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს ინტერესში შედის, რომ დაცული იყოს შრომითი უფლებები და ისე დარეგულირდეს, რომ დასაქმებულებისთვის ხელშემწყობი იყოს.

„მიმდინარეობს საუბარი შრომის მომავალზე და დღევანდელ გამოწვევებთან დაკავშირებით, ვინაიდან შრომის ბაზარი ცვალებადია და ახალი გამოწვევები ჩნდება. შრომის ბაზარზე არის მათ შორის მოქნილი შრომის რეგულირება, მაგალითად, რა და როგორ უნდა დავინახოთ ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ პლატფორმის ეკონომიკაში ჩართულები და როგორ უნდა დავიცვათ და დავარეგულიროთ მათი უფლებები ისე, რომ ეს იყოს ხელის შემწყობი და არა ხელის შემშლელი და მათ შორის, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკაში. ამ თემებზე დღესაც და ზოგადადაც მიმდინარეობს საუბარი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო: შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე