სერგო რატიანი თალაკვაძეს - არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ!

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს პასუხობს.

სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებიდან 7 მლნ. ლარი არ ან ვერ გახარჯა და ეს თანხა დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

რატიანის თქმით, ამ განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა , რომ თითქოსდა, ჩემმა მეგობრებმა შეცდომაში შემიყვანეს.

„ფაქტების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ, მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია:

ოზურგეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 13 მარტის N8 დადგენილებით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 7 409 887,7 ლარი. მათ შორის:

ა) საკუთარი ნაშთი - 5 021 666,80 ლარი;

ბ) ევროკავშირის გრანტის ნაშთი - 41295,79 ლარი;

გ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი - 20 454,78 ლარი;

დ) საქართველოს მთავრობის #1993 განკარგულება (29.10.2018 წ.) – 263 086,77 ლარი;

ე) საქართველოს მთავრობის #957 (03.05.2018 წ) განკარგულება (სტიქია) – 1 051 755,14 ლარი;

ვ) საქართველოს მთავრობის #2168 (09.11.2018 წ) განკარგულება (სტიქია) – 459 695, 28 ლარი;

ზ) საქართველოს მთავრობის #1525 (21.07.2017 წ) განკარგულება (სტიქია) – 158 717,71 ლარი;

თ) საქართველოს მთავრობის #840 (19.04.2018 წ.) განკარგულება (სტიქია) – 41 440,95 ლარი;

ი) საქართველოს მთავრობის #265 (19.02.2016 წ.) განკარგულება (სოფლის პროექტები) – 5 096,93 ლარი;

კ) საქართველოს მთავრობის #136 (18.01.2018 წ.) განკარგულება (რეგიონალური პროექტები) – 346 677,55 ლარი;

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ არ არის გახარჯული და, შესაბამისად, 2018 წელს არ შესრულდა: სტიქიით დაზარალებულთა მიმართ ვალდებულებები; სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაობები; არ მოხდა ევროკავშირის გრანტის თანხის ათვისება.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ:

1. 01 00 - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (გეგმა - 4864,3 ათ. ლარი, შესრულება - 4705,0 ათ. ლარი, გეგმის 96,72 %);

2. 02 00 - თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (გეგმა - 148,0 ათ. ლარი, შესრულება - 148,0 ათ. ლარი, გეგმის 100 %);

3. 03 00 - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (გეგმა - 20509,8 ათ. ლარი, შესრულება - 15945,2 ათ. ლარი, გეგმის 77,74 %);

4. 04 00 - განათლება (გეგმა - 3988,1 ათ. ლარი, შესრულება - 3688,6 ათ. ლარი, გეგმის 92,49 %);

5. 05 00 - კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (გეგმა - 3674,6 ათ. ლარი, შესრულება - 3474,0 ათ. ლარი, გეგმის 94,54 %);

6. 06 00 - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (გეგმა 1615,0 ათ. ლარი, შესრულება - 1410,8 ათ. ლარი, გეგმის 87,4%).

ცხადად ჩანს, რომ 4 564 600 ლარი დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ! ამასთან, მზად ვარ, ფაქტების გადამოწმება გავაგრძელო“ -აღნიშნავს სერგო რატიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს