რომან გოცირიძე გახარიას - თქვენი გამონათქვამებიდან ვისწავლეთ ამოვიცნოთ, როდისაა ხელისუფლება დამნაშავე, დამნაშვეა მაშინ, როცა თქვენი განმარტება იწყება ასე: „დაველოდოთ გამოძიებას“

როდესაც თქვენი განმარტება ასე იწყება - „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ შს მინისტრს გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

„ხელისუფლება ჩადის უამრავ დანაშაულს და ჩვენ ვისწავლეთ, თქვენი გამონათქვამებიდან ამოვიცნოთ, როდის არის ამა თუ იმ შემთხვევაში ხელისუფლება დამნაშავე. დამნაშავეა მაშინ, როდესაც არ იძიებს საქმეებს და როდესაც თქვენი განმარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“. „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული, „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ გამოსაძიებელი საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულს“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ის საქმეები ჩამოთვალა, რომლებიც დღემდე არ არის გამოძიებული, რომელზე კითხვებიც ისევ არსებობს.

„მე ჩამოგითვლით იმ საქმეებს ბატონო მინისტრო, რომლის გამოძიებასაც ველოდებით. ორი წელი გახდა მაისში, მას შემდეგ რაც გაიტაცეს აფგან მუხთარლი. ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი?! -„ველოდებით გამოძიებას“, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი?! რატომ არ არის გამოძიებული ია კერზაიას საქმე და „ველოდებით გამოძიებას“. რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი ხელისუფლებამ ჩააგდო და თქვენი წერილია მიწერილი მამუკა ხაზარაძისადმი ხელისუფლების როლში. რატომ არ იძიებთ და რატომ გვალოდინებთ იმ საქმეებზე, სადაც მონაწილეობენ ხელისუფლების მიერ მართული ზონდერები?! ჭიდაობის ფედერაციის კრიმინალური თავმჯდომარე, რომელიც სპორტის სასახლეში ასეულ ათასობით ადამიანის თვალწინ სცემს აღიარებულ სპორტსმენს, რატომ არ სჯით მას?! და რომელ გამოძიებას უნდა დაველოდოთ კიდევ?!“ - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი