რატი იონათამიშვილი - საგზაო უსაფრთხოების კუთხით აგრესიული პიარი კარგია - გამოცდილებით ვიცი, როგორ შეიძლება ერთმა წამმა თავდაყირა დააყენოს ადამიანის სიცოცხლე

პირადი გამოცდილებით ვიცი, როგორ შეიძლება გაუთვალისწინებელმა წამმა, ერთმა, თუნდაც უცოდინარობით დაშვებულმა შეცდომამ, თავდაყირა დააყენოს ადამიანის სიცოცხლე და როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, საგზაო უსაფრთხოებაზე საუბრისას, პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ის მიესალმება ყველა საზოგადოებრივ კამპანიას, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით მუშაობს.

„მე მინდა დადებითად შევაფასო ყველა ის ინიციატივა და საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც გამკაცრებისკენ იქნება მოწოდებული საგზაო უსაფრთხოებაზე, რადგანაც ამ შემთხვევაში, გამკაცრება ნამდვილად ტოლი არის სამართლიანობის. პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, როგორ შეიძლება გაუთვალისწინებელმა წამმა, ერთმა თუნდაც უცოდინარობით დაშვებულმა შეცდომამ, თავდაყირა დააყენოს ადამიანის სიცოცხლე და როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ასევე სხვისი და ვფიქრობ, რომ აგრესიული პიარი, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია და ვფიქრობ, რომ ეს დაგვაფიქრებს და შედეგები ძალიან მალე გვექნება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, ეტლი არის არა ავარიის შედეგი, არამედ ამ შედეგზე გამარჯვების სიმბოლო.

„ერთ საკითხზე ვიტყვი, რამაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებში გარკვეული უხერხულობა შექმნა. ეს არის რგოლი, სადაც ეტლი, როგორც ნეგატიური რეკვიზიტი წარმოდგენილი, რადგანაც ჩემს შემთხვევაში და ყველა ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც, ეტლი ავარიის შედეგი კი არ არის, არამედ ამ შედეგზე გამარჯვების სიმბოლოა. რაც შეეხება ჩემს კითხვას, თუ არის საჭირო კიდევ სხვა მიმართულებებით, რომ გავამკაცროთ კანონმდებლობა ან აღსრულების მექანიზმები იმისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე“, - მიმართა რატი იონათამიშვილმა გიორგი გახარიას.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა