მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც ინვესტირების ძალიან მაღალ დონეს გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დარწმუნებულია და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ახალი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია, დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.

პრემიერმა ინვესტორებს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძემ სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის სფეროსთან თანამშრომლობის კუთხით სამაგალითოდ შეაფასა ის ფაქტი, რომ ინვესტორმა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული 3650 კვ.მ ფართი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

„აღნიშნული სასტუმრო მართლაც ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა მუზეუმების უბანში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფართი გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი კულტურის სფეროსთან. მთავრობა ასეთ პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, სადაც თითოეული ინვესტორი გრძნობს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად ვითარდება, წინ მიდის და საქართველოში ჩადებული ინვესტიციები გენერირებენ უკუგებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმრო, რომელიც მოდერნისა და ძველი არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს, 158 ნომერს მოიცავს, მათ შორის 17 მაღალი კლასის, ხოლო 2 - უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი ნომერია. სასტუმროს ასევე აქვს საკონფერენციო სივრცეები.

Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, ხელისუფლების, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ