საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ტრადიციულად, მსოფლიო რბენის მხარდამჭერები არიან

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ტრადიციულად, მსოფლიო რბენის მხარდამჭერია. წლევანდელი საქველმოქმედო მარათონი 5 მაისს გაიმართება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ეკიპაჟი სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს, მარათონი 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, უკვე მეექვსე წელია, აერთიანებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მისი ტრადიციული პარტნიორია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა