ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ოპონენტებს რატომღაც ჰგონიათ, რომ რაც უფრო უზრდელები ვიქნებით, მით უფრო კარგი პოლიტიკოსები გამოვჩნდებით

ჩვენს ოპონენტებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ეთიკის ნორმები შევცვალეთ და რაც უფრო უზრდელები ვიქნებით, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მივაყენებთ ერთმანეთს, მით უფრო კარგი პოლიტიკოსები გამოვჩნდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. სესიაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების საშუალებით მიეცათ დეპუტატებს საშუალება ხელისუფლებაზე კონტროლი განახორციელონ.

„ჩვენ ამ პროცესით არამხოლოდ ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ ინფორმაციას ვეცნობით, არამედ მეტ-ნაკლებად ხდება ლუსტრაცია, თუ ვინ რა პოლიტიკური დამოკიდებულებით უყურებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებს. ჩვენს ოპონენტებს რატომღაც გონიათ რომ რეგლამენტში კი არ შევიტანეთ ცვლილებები, არამედ ეთიკის ნორმები შევცვალეთ და აქ რაც უფრო უზრდელები ვიქნებით, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მივაყენებთ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ ტალახს, მეტ ქვას ვესვრით ერთმანეთს, მით უფრო კარგი პოლიტიკოსები გამოვჩნდებით. სამწუხაროა, რომ ის ტრადიცია, რაც არის საპარლამენტო კონტროლი, რომელმაც ჩვენ ქვეყნის მართვა უნდა გვასწავლოს რეალურად დემოკრატიულ ჩარჩოებში, რაც თქვენ არ გქონდათ რეალურად და არც გიფიქრიათ, ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ცალკეულ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციურ დეპუტატებს, რომლებიც აქ მოდიან, რომ გარკვეული კადრი გაიტანონ თავიანთ პოლიტიკურ მედიასაშულებებში და ამით მოახდინონ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ. დიახ თქვენ აქ მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ხართ მოსული და არა იმისთვის, რომ რეალურად ჩვენ ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ერთად, მინისტრებთან და სხვა ხელმძღვანელებთან, რომ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესები დავიცვათ. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოწყვლადია საფრთხეებთან და რისკებთან მიმართებაში. ნებისმიერმა მცირედმა საფრთხემ ან რისკმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა