დავით ჭიჭინაძე - პოლიციელების ყველაზე დიდი დისკრედიტაცია და დაცინვა ის არის, რომ გიორგი გახარიაა შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი გახარია უიღბლო მინისტრია, საკმაოდ ბევრი ხიფათი მოაქვს ქვეყნისთვის, პანკისი კინაღამ აგვიფეთქა, დღეს პოლიციელების დისკრედიტაციაზე ლაპარაკობს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, პოლიციელების ყველაზე დიდი დისკრედიტაცია და დაცინვა ის არის, რომ გიორგი გახარიაა შინაგან საქმეთა მინისტრი და ის მოადგილეები ჰყავს, რომლებმაც საერთოდ არ იციან პოლიცია რითი ცხოვრობს.

„როდესაც მან თავიდან მოხსენება გააკეთა იმდენად არასასიამოვნო მოსასმენი იყო ეს მოხსენება... საკუთარ მიღწევებზე და საკუთარი თავის ქებაზე რომ არის კაცი გადასული ანტიპათიას იწვევს. ისე წარმოაჩინა, რომ რევოლუციური გარღვევები მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხოვრებაში და თურმე ახალი ინსტიტუციები დანერგა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ასეთი კაცი ქვეყანაში წინაურდება. მისი მოსვლის დღიდან, პანკისის და დავით გარეჯის შემდეგ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციაც იყო, მისი დანიშვნიდან 10 დღეში. ძალიან ჰგავდა, პუტინი რომ მოვიდა და თავიდან მისთვის იმიჯის შექმნა რომ უნდოდათ ისეთი მკაცრი ოპერაციების ჩატარებით, მაგრამ მაშინ ჩაუვარდათ. არ გამოუვიდათ ეს მასშტაბური ოპერაცია. ეს ხაზი მოყვება. ეტყობა, რომ უიღბლო მინისტრია; საკმაოდ ბევრი ხიფათი მოაქვს ქვეყნისთვის, პანკისი კინაღამ აგვიფეთქა, დღეს პოლიციელების დისკრედიტაციაზე ლაპარაკობს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი დისკრედიტაცია ის არის პოლიციის, როდესაც ეგ და ის მოადგილეები, რომლებიც დღეს არიან და არავის შეხება რომ არ აქვს პოლიციასთან და საერთოდ არ იციან პოლიცია რითი ცხოვრობს, ეს არის პოლიციის ყველაზე დიდი დისკრედიტაცია და დაცინვა. ბევრი ადამიანი მიყვება რაც ხდება, ღამის ჩხრეკები და თურმე დავალებები, რომ 100 კაცს მაინც უნდა გადაუღონ... ეს დავალებები ყველა განყოფილებას აქვს მიცემული, რომ მობილურით უნდა აჩვენონ ფეხით მოსიარულე ადამიანები, გაჩხრიკონ და გადაუღონ. მე მახსოვს სულ რაღაც 2 თვის წინ, წინა მინისტრის მიერ შესყიდულ 2 ათას კამერაზე იყო საუბარი. დღეს ტრაბახით თქვა, ახლა 250 კამერა არისო, 2500-მდე ავიყვანეთ და მერე 5 ათასამდეო. ე.ი. კამერები საჭირო ყოფილა. ყველაფერს თავის თავს ნუ მიაწერს. ისე გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ მისით დაიწყო. ერთადერთი რაც მისგან მახსოვს, ბიზნესომბუდსმენობის დროს კარგად ისმენდა ბიზნესმენების საჩივრებს და კარგად აბეზღებდა ზემოთ. ამას უფასებდნენ. მეტი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე არ დამრჩა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა