დავით ზალკალიანი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე  გადაადგილება განხორციელდება შეუფერხებლად

ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა.

მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.

“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.

„გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებულ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა