გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი - თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, ამ დროისთვის გადაადგილება უსაფრთხოა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გუშინ ღამით კლდის მასა ჩამოიშალა, ამ დროისთვის გადაადგილება უსაფრთხოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე ლოდია დარჩენილი, რომელსაც ალპინისტების დახმარებით, ხელოვნურად მოხსნიან. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა ადგილზე მუშაობა დაასრულა. მისივე განმარტებით, გაცემულია რეკომენდაციები, მომზადდება დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება თბილისის მერიას. როგორც გაფრინდაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერია კლდის მავთულ-ბადეს სავარაუდოდ, უმოკლეს პერიოდში აღადგენს.

„2 მაისს, 23:12 საათზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ადგილი ჰქონდა ქვათაცვენის პროცესს, რომლის შედეგადაც გადაიკეტა სავალი გზის ნაწილი. სააგენტოს გეოლოგები საპატრულო პოლიციასთან და მერიის სპეციალურ სამსახურებთან ერთად ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. გაიცა რეკომენდაციები, ხოლო გამთენიისას სამუშაოებში ჩაერთნენ ალპინისტები, რომლებმაც სრულად გაასუფთავეს ფერდობი კლდოვანი მასისაგან. საბედნიეროდ, რაიმე გართულებები არ მომხდარა, ადამიანის ან სატრანსპორტო საშულებების დაზიანების მხრივ. ამაში დიდი წვლილი შეიტანა დამონტაჟებულმა მავთულ-ბადემ. სატრანსპორტო საშუალებებმა შეჩერება მოასწრეს, დროულად გადაიკეტა გზა. ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები, ნაწილობრივ გრძელდება, თუცა სპეციალურ რეჟიმში აღდგა საავტომობილო გზაზე მიმოსვლა.

აქ, პერიოდულად აქვს ადგილი ქვათაცვენას, თუმცა მსგავსი მასშტაბის არ მახსენდება“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა