გიგა ბოკერია - გომელაურმა პასუხი უნდა გაგვცეს, რას აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები

„გომელაურმა პასუხი უნდა გაგვცეს, თუ რას აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს, თუმცა კითხვა-პასუხის ნაწილი დაიხურება. ბოკერიამ განაცხადა, რომ სუს-ის მიმართ კითხვები ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

„მთავარი და საჯარო პრობლემა, რომელიც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებასთან და კონკრეტულად სუს-თან დაკავშირებით გვაქვს, არის ის, თუ რაზე აქვთ მათ ფოკუსი - ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოებაში. ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი; შიდა ექსტრემისტული ჯგუფები, ვინც ისევ და ხშირად რუსეთთან არის დაკავშირებული, თუ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, რასაც ყოველდღე ვხედავთ: არჩევნებში ჩარევა და უკანონობა, როცა ეს მმართველ პარტიას სჭირდება. ეს მთავარი გამოწვევაა და კონკრეტული საკითხები გვაქვს, სადაც გომელაურმა პასუხი უნდა გაგვცეს, რას აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ჩრდილოელი, ისე - ტერორისტული საფრთხისგან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მან ასევე ისაუბრა სხდომის დახურვის თემაზეც და აღნიშნა, რომ მისი ნაწილი საჯარო უნდა იყოს.

„მეორე საკითხია საზოგადოებისა და პარლამენტის მიმართ პატივისცემა. არის საკითხები, რომელიც უნდა იყოს დახურული, მაგალითად, მიმდინარე ოპერაციის დეტალები, მაგრამ არსებობს საჯარო დისკუსიის საკითხები“ , - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა