ვახტანგ გომელაური - გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით

გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით; მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა,” - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები.

„გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა. ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სამსახურის მხრიდან, ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხორციელდებოდა ოპერატიული ვითარების შესწავლა და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები. აღნიშნული მიმართულებით სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლების კუთხით. 2018 წელს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 48 პირი,” - განაცხადა გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა