დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება

საბურთალოს რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დიდ დიღომში, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, კერძო დასახლებაში მდებარე სამი ქუჩის - ბარონ დე ბაის, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე დაიწყება. სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩებზე პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობისთვის გრუნტის გზაზე გადაადგილება არაკომფორტული იყო.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის ეტაპს გაეცნო. გამგებელი ასევე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში, დისკომფორტს უქმნიდა. მსგავსი პროექტების განხორციელება ასევე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდ დიღომში მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 990 158 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა