ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც წყლებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებს, განახორციელოს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 8 მაისს ინტერსექტორული შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ იმ პრიორიტეტული წყალსაცავების მშენებლობის პროექტებს, რომლებიც არამხოლოდ საირიგაციო ფუნქციის შემსრულებელი იქნება, არამედ ქვეყნის ენერგეტიკულ მიზნებსაც მოემსახურება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ხატია წილოსანი და სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა