ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რვა  ძეგლის  რეაბილიტაცია იგეგმება

ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, ძეგლების რეაბილიტაციისთვის თანხის დიდ ნაწილს „ქართუ ჯგუფი" გამოყოფს. რაც შეეხება აღნიშნულ შენობებში მცხოვრებლებს, მათ დროებით ქირით გაიყვანენ.

„აჭარის მთავრობას და თავმჯდომარეს ჰქონდათ ინტენსიური მოლაპარაკებები „ქართუ ჯგუფთან". „ქართუ ჯგუფი“ თანახმაა წელს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის 3 500 000 ლარი დახარჯოს. ბიუჯეტითაც იყო დაგეგმილი ორი შენობის რესტავრავია. ჯამური თანხა ბათუმის მუნიციპალიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და „ქართუ ჯგუფის“ მიერ 2019 წელს დაახლოებით 5 მილიონი იქნება დახარჯული. მიმდინარეობს კონკრეტული ობიექტების შერჩევა, რომლის პროექტიც სააგენტოს აქვს შესყიდული და, რომლის რეაბილიტაცია განხორციელდება პირველ რიგში. საუბარია ძველ ბათუმში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,"- განაცხადა ახვლედიანმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს