ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის  განაჩენი 13 მაისს  გამოცხადდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 13 მაისს,14:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. საპირისპიროს მოლოდინი აქვს ბრალდებული არასრულწლოვნის დაცვის მხარეს. მათი ინფორმაციით, საქმეში არ არსებობს დ.ღ.-ს საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებს.

ბრალდებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 15 იანვარს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს