გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

ამასთან, ჭანტურიასთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს სსსკ-ის 230. 1-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს განხილვები და ბრალდებულის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაევალა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროცესის მწარმოებელ ორგანოში ჩაბარება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სასამართლოს განჩინების აღსრულებისთანავე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან. მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები მიმდინარეობს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, აღნიშნული თარიღიდან დღემდე ბრალდებულ გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 60 სხდომა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს